Thursday, July 24, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

   რეფლექსია
  დაიწყო ტრენინგის ბოლო დღე... თან არ მინდა ტრენინგი დამთავრდეს ...თანაც ცოტა არ იყოს დავიღალე... მოკლედ ვარ გაორებულ მდგომარეობაში...ტრენერმა გაგვაცნო ქვემოთ მოცემული დღის გეგმა და დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორება.
   გეგმა
1.გამეორება.
2.მუშაობა ბლოგში.
3.პროექტის პრეზენტაციები.
4.ტრენინგის შეჯამება.
   დაავსვით უამრავი კითხვები ტრენინგთან დაკავშირებით...ძირითადად ტრენინგის წინა დღეეებში ნასწავლი მასალის ირგვლივ.ზოგიერთი რამ დავიწყებული გვქონდა და გვსურდა მეორედ ახსნა , რაზეც ქალბატონი ქეთინო უყოყმანოდ დაგვთანხმდა.
 ვიმუშავე Blogger-ში. ვისწავლე გვერდების დამატება, გვერდების გამოჩენა, ახალი გვერდის დამატება, ახალი გვერდის გამოჩენა, გვერდის დამალვა, გვერდის წაშლა. ვიმუშავე ფოტოალბომში (Picasaweb.com). ამის შემდეგ ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ გავაკეთეთ 10-15 წუთიანი პრეზენტაციები ჩვენი პროექტებისა და ბოლოს შევაფასეთ ტრენინგი. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ეს ტრენინგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრენინგი იყო იმ ტრენინგებს შორის რომლებიც დღემდე გვქონდა გავლილი. იყო ძალიან ბევრის მომცემი, დატვირთული  როგორც პრაქტიკულად ასევე თეორიულად, მაგრამ მიმდინარეობდა ძალიან საინტერესოდ და სასიამოვნოდ.



Add caption



ტრენინგის მნიშვნელობის დასაბუთბა (ტრენინგის შეფასება)

   ტრენინგში მონაწილეობის შედეგ ვფიქრობ ,რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება ერთ-ერთი   პროდუქტიული მეთოდია, რადგან ის  ავითარებს ბავშვებში კვლევა-ძიების უნარებს, მეგობრეთან ერთად პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევებს, იზრდება მათი მოტივაცია და დამოუკიდებელი აზროვნება. ამ დროს მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სასწავლო პროცესში და იძენენ 21-  საუკუნის უნარ-ჩვევებს რაც ესოდენ მნიშვნელოვანია დღევანდელი მოზარდისთვის.
   ბოლო წლების განმავლობაში სურვილი მქონდა გამეხორციელებინა  რამდენიმე პროექტი, მაგრამ მქონდა ბევრი კითხვა მათი  გაფორმების თაობაზე. ყოველთვის მრჩებოდა დაუკმაყოფილების  გრძნობა. ამ ტრენინგის მოსმენის შემდეგ ბევრი  საკითხი  გახდა ნათელი არა მხოლოდ ტექნილოგიების  ფლობის თვალსაზრისით, არამედ გეგმის სწორად დაწერის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა ყოველივე ამას უნდა ვუმადლოდე ქალბატონ ქეთინო ცერაძეს. მან ხომ დიდი ენერგია და მოთმინება გამოიჩინა ყოველივე ჩვენგანის სწავლების და უამრავ საკითხებზე პასუხის გაცემის დროს. ეს ტრენინგი დამეხმარება იმაში, რომ ჩემი შემდგომი მუშაობა, ჩემი გაკვეთილეები უფრო საინტერესო იყოს.
 გამიჩნდა დიდი სურვილი შევქმნა არა ერთი საინტერესო პროექტი,  გავაკეთო ელექტრონული პორტფოლიო და თავი მოვუყარო ერთად ჩემი  პროფესიული საქმიანობის ამსახველ მასალას.  ინტელის სასწავლის სასწავლო კურსის შესწავლა  მომცემს იმის საშუალებას, რომ ყველა ის პოექტი რომელსაც განვახორციელებ მომავალში იყოს უფრო სრულყოფილი და საინტერესო. ამ კურსმა ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა და გამიჩინა მოტივი და სურვილი იმისა რომ ვაკეთო უფრო მეტი.ამ ტრენინგმა დამანახვა აგრეთვე ჩემი შესაძლებლობები  ახალი ტექნილოგიები  გამოყენებით. დახარჯული დრო ძალიან  მნიშვნელოვანი  და  სასარგებლო იყო ჩემი  კარიერული  ზრდისთვის. ძალიან მინდა  ჩემი გამოცდილება გაუზიარო ჩემს კოლეგებს  და მათთან ერთად დავგგეგმო ისეთი  მნიშვნელოვანი პორექტები ,რომლიც განაპირობებს სკოლის წინსვლას . 




Tuesday, July 22, 2014

ტრენინგის მერვე დღე

   რეფლექსია
  ტრენერმა წარმოგვიდგინა დღის გეგმა, რომელიც ქვემოთ არის მოცემული და დავიწყეთ წინ დღის მასალის გამეორება.
   გეგმა
1.გამეორება.
2.ფასილიტაციის რესურსების შექმნა.
3.პროექტის საქაღალდის გადახედვა.
4.პროექტის პორტფოლიოს ატვირთვა.
   იმისათვის რომ შეგვექმნა ფასილტაციის რესურსები გამოვიყენეთ პროექტებით სწავლების Viewer-დან პროექტების Zip-ბი. გავხსენით Zip-ბი და გამოვიყენეთ საქაღალდე  - Facilitation. გაუწერე ბავშევებს ეტაპებად პრეზენტაციის სახით მოქმედების გეგმა . ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის საქაღალდეს და დავიწყეთ Blogger-ში პროექტის პორტფოლიოს ატვირთვა.პირველ რიგში პორტფოლიო ავტვირთეთ Drive-ში, შემდეგ დავაკოპეთ Link-ი, გადმოვედით Blogger - ის გაჯეტებში ავირჩიეთ Link List-ი და ჩახსვით პროექტის პორტფოლიო Blogger-ში. ქალბატონმა ქეთინომ მოგვცა მითითება იმის შესახებ რომ Blogger-ში მოთავსებულ პროექტის პორტფოლიოში ცვლილებებს ვერ შევიტანთ. თუ გვინდა ცვლილებების შეტანა უნდა გადმოვიდეთ Drive-ში წავშალოთ ის დოკუმენტი რომელშიც ცვლილების შეტანა გვინდა. ამის შემდეგ Desktop-ზე ჩვენს პროექტის პორტფოლიოში რომელ დოკუმენტის შეცვლაც გვინდა შევცვალოთ და ეს დოკუმენტი ხელახლა ავტვირთოთ Drive-ში.
  ეს დღე თანაბრად დატვირთული იყო როგორც თორიულად ასევე პრაქტიკულად. მნიშვნელოვანი დღე იყო და შევიძინე ის ცოდნა და უნარები რაზეც ზემოთ ვილაპარაკე.


Monday, July 21, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

  რეფლექსია
  ამ დღესთან დაკავშირებით ბევრს ვერაფერს დავწერ რადგან ეს დღე თეორიულად გადატვირთული იყო. რატომ? ამას თვითონვე მიხვდებით როდესაც გადახედავთ ტრენერის მიერ წარმოდგენილ დღის სამუშაო გეგმას.
  გეგმა
1.გამეორება.
2.ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება.
3.პროექტის გეგმაზე მუშაობა.
 გავიმეორეთ წინა დღის მასალა. ამის შემდეგ განვიხილეთ მასალა გზამკვლევიდან მოდული:6 აქტივობა:1 ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებასთან დაკავშირებით და დაუწერე დავალებები სსსმ ბავშვებს.
  შევავსე პროექტის გეგმა  სასწავლო პორცედურებიდან  ბოლომდე.




   თეორიულად ძალიან საინტერესი დღე იყო...

Sunday, July 20, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

   რეფლექსია
  დაიწყო ტრენინგი.დავსვით შეკითხვები ჩენთვის გაუგებარ საკითხებზე. მე კითხვა არ დამისვავს რადგან წინ დღის მასალა  კარგად გავიგე. ამის შემდეგ ტრენერმა წარმოგვიდგინა დღის სამოშაო გეგმა, რომელიც ქვემოთ არის მოცემული.
   გეგმა
1.გამეორება.
2.შეფასება.
3.მოსწავლის პრეზენტაციაზე მუშაობა.
4.გეგმების გადახედვა.
  გავიმეორეთ წინა დღის მასალა და გადავედით დღის მეორე საკითხის განხილვაზე. წავიკითხეთ მოდული:5 -ე გზამკვლევიდან და მივიღეთ მითითებები რომ შეფასების დასაწერათ უნდა გამოვიყენოთ - შეფასების გეგმის ჩეკლისტი (რომელიც დავაკპირეთ და შევინახეთ საქაღალდეში - კურსის რესურსები) და Viewer - დან პორექტების Zip-ბი. ტრენერმა მოგვაწოდა რამდენიმე კარგი შეფასება პროექტებიდან რომლებიც ჩავინიშნეთ. შევქმენით ზემოთ აღნიშნული დამხმარე მასალის გამოყენებით რამდენიმე სახის შეფასება და შევინახეთ საქაღალდეში - შეფასებები.
  ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციაზე. ტრენერმა გვიჩვენა რამდენიმე კარგი პრეზენტაცია და მოგვცა მითითებები იმის შესახებ თუ როგორ უნდა დაგვეწერა კარგი პრეზენტაცია. შევქმენი პრეზენტაცია და მგონი კარგი.
  გადავხედეთ პროექტის გემას  და შევავსეთ გრაფა შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.

   ამ დღემაც საინტერესოდ  ჩაიარა, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. მგონია რომ მაქვს საკმარისი სტიმული რომ ეს თეორიული ცოდნა და უნერები გამოვიყენო პრაქტიკაში.

Saturday, July 19, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

   რეფლექსია
  დღის  სამუშაო გეგმა, რომელიც ტრენინგის დაწებისთანავე გაგვაცნო ქალბატონმა ქეთინომ შემდეგნაირად გამოიყურება:
  გეგმა
1.გამეორება.
2.გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები.
3.კომენტარები ბლოგზე.
4.მოსწავლის ნიმუში - ბლოგზე მუშაობა.
  ტრენინგი დაიწყო წინა დღეს განხილული საკითხების გამეორებით.მსმენელებმა დავსვით კითხვები ჩვენთვის გაუგებარ საკითხებთან დაკავშირებით. მე სახლში პრობლება შემექმნა პრეზენტაციაში ცვლილების შეტანასთან და მის ზომებთან დაკავშირებით და ამ საკითხის ხელმეორედ ახსნა დასჭირდა ტრენერს ჩემთვის. დამსწრე პედაგოგების მიერ დასმული შეკითხვებზე პასუხი გაცემის შემდეგ ქალბატონი ქეთინო გადავიდა დღის მეორე საკითხზე. მან მოგვცა მითითება რომ წაგეკითხა გზამკვლევში მოდული:3 აქტივობა:2 ნაბიჯი:1. ასევე გაგვაფრთხილა რომ აუცილებლად უნდა მიუთითოთ ის წყარო საიდანაც მივიღებთ ამა თუ იმ ინფორმაციას. გადმოვიწერეთ APA და გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი და ჩავაგდეთ საქაღალდეში - საავტორო უფლებები. შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი. ამის შემდეგ ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გაუკეთოთ კომენტარები სხვის ბლოგებს. გაუკეთეთ ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს კომენტარები  და ასევე დაუწერეთ ერთმანეთს ამ კომენტარების პასუხები.
  ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგზე. გავეცანით რა არის გაჯეტი, გვერდი, პოსტი.გავიგეთ რომ გაჯეტი მიყვება ყველა გვერდს. ვისწავლიეთ გაჯეტების ჩასმა. კერძოდ სურათისა და გამოკითხვის გაჯეტი.ვისწეავლე გასპრანჭი გაჯეტი (101widgets.com). მოსწავლის ბლოგზე მუშაობის შემდეგ დავაკოპირეთ მოსწავლის ბლოგის მისმართი Word - ის დოკუმენტზე და შევინახეთ საქაღალდეში - მოსწავლის ნიმუში. ტრენერისგან მივიღეთ მითითება რომ თუ პროექტს მეხუთე და მეექვსე კლასებში ვახორციელებთ სავალდებულო არ არის მოსწავლებს დავავალოთ ბლოგის შექმნა.
   ეს დღე ტრენინგისა ისევე როგოც სხვა დღეები ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ბევრი ახალი უნარი და ცოდნა შევიძინე.


Wednesday, July 16, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

   რეფლექსია
   დაიწყო ტრენინგის მეოთხე. ტრენერმა ქალბატონმა ქეთინომ წარმოგვიდგინა დღის გეგმა შემდეგი სახით:
  გეგმა
1.გამეორება.
2.შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.
3.პორტფოლიოს პრეზენტაციის მომზადება.
4.პრეზენტაციის გადატანა ბლოგზე.
  გავიმეორეთ წინ დღის მასალა გადავედით დღის მე-2 საკითხზე.იმისათვის რომ განგვესაზღვრა შეფასება მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენათ შევედით პროექტებით სწავლების გზამკვლევში და ვნახეთ საკითხავი მასალა  - მოდული:2 აქტივობა:3 ნაბიჯი:2 და მოდული:2 აქტივობა:4 ნაბიჯი:2. ასევე შევედით Viewer - ის რესურსებში და გამოვიყენეთ პროექტის გეგმები.
  მოვამზადე პროექტის პრეზენტაცია და შევინახე იგი ჩემს საქაღალდეში მე-7 მასალად (იქ სადაც არის ექვსი საქაღალდე ვინახავ ამ პრეზენტაციასაც  მე-7 მასალად).
  ტრენერმა პრეზენტაციის გაკეთებამდე შეგვახსენა PowerPoint -ში მუშაობა. კერძოდ- სლაიდების ჩამატება, ცხრილის ჩასმა,დიაგრამის ჩასმა,სურათების ჩასმა,ასოციაციური ჯაჭვების ჩასმა,დიზაინის გამოყენება, ანიმაციების ჩასმა.აქ ჩემთვის ახალი და მნიშვნელოვანი იყო PowerPoint-ში ნებისმიერ სლაიდზე შემოსაზღვრული არის გარეთ ტექსტის ჩაწერა.
   მოვამზადე პრეზენტაცია, რომელიც ჩამოვტვირთე ბლოგზე (იხ: ქვემოთ). როგორ?
 1.ავტვირთე პრეზენტაცია Drive-ში.
 2.ატვირთული პრეზენტაცია გადავიყვანე რედაქტირებს ფორმატში.
 3.დავაკოპირე Embed code.
 4.გადავედი Blogger --ის რედაქტირების რეჟიმზე.
 5.გავააქტიურე HTML, კურსორი ჩავსვი ცარიელ ადგილას და  Past-ით ჩავსვი დაკოპირებული Embed code-ი.
   ვისწავლეთ ბლოგზე გადატანილი პრეზენტაციის ზომის შეცვლა


 
 დღევანდელი დღე დატვირთული იყო როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკულად. ისევე როგორ ყოველი წასული დღე ტრენინგისა ისე  სწრაფად გავიდა  ვერც კი შევნიშნე.

Sunday, July 13, 2014

ტრენინგის მესამე დღე


  რეფლექსია
 ტრენერმა ქალბატონმა ქეთინომ წარმოგვიდგინა გეგმა ტრენინგის მესამე დღისა რომელიც ქვემოთაა წარმოდგენილი.
  გეგმა
1.გამეორება.
2.სტანდარტის დადგენა.
3.პროექტის მიზნის განსაზღვრა.
4.მიმართულების მიმცემი კითხვები.
5.პროექტის გეგმაზე მუშაობა.
  გავიმეორე წინა დღის მასალა და დავიწყე მუშაობა გეგმის მეორე საკითხის გარშემო.მეც და ტრენინგის სხვა მონაწილეებსაც რა თქმა უნდა გვაინტერესებს თუ სად უნდა ვნახოთ სტანდარტი და როგორ დავწეროთ? ტრენერმა მოგვცა მითითება რომ სტანდარტი უნდა მოვნახოთ ე.ს.გ-ში საგნების მიხედვით. ასევე გაგვაფრთხილა რომ ის სტანდარტი, რომელიც ჩვენს პროექტს შეესაბამება (რომელსაც შევარჩვთ) უნდა გადმოვიკოპიროთ მთლიანად.
  ცხადია უნდა დავადგინო მიზანიც (პროექტის მიზნის განსაზღვრა). ჩემი პროექტის მიზანი განვსაზღვრე შემდეგი დოკუმენტების დახმარბით.
 1.21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევები.(გადმოწერილი გვაქვს კურსისი რესურსებში)
 2. ე.ს.გ-დან დადგენილი (შესაბამისი) სტანდარტის ინდიკატორები.
 3. სტანდარტებისა და მიზნების რუკა(გადმოვიწე და ჩავაგდე კურსის რესურსებში).
 4.განახლებული ბლუმს ტახსონომია (ზმნების კლასიფიკაცია - გადმოვიწერე და ჩავაგდე კურსის რესურსებში).
 5.21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები.
  გადავედი  მე-4 საკითხზე (მიმართულების მიმცემი კითხვები). ამისათვის შევდივართ მოდული:2 - ის აქტივობა:2 - ში. ვკითხულობ საკითხავ მასალას და ვიგებ რომ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოიცავს ზოგად, თემატურ და შინაარსობლივ კითხვებს. ჩვენ რომ დავსვათ მიმართულების მიმცემი კითხვები უნდა გამოვიყენეოთ შემდეგი დოკუმენტები:
1.მიმართულების მიმცემი საკვენძო სიტყვები (პრეზენტაციაა და არ ვიწერთ, რადგან დიდი მასალაა და არ არის სასურველი მისი გადმოწერა).
2.მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა (გადმოვიწერე და ჩავაგდე კურსის რესურსებში).
3.Viewer-ის რესურსებში მოვძებნით სათაურს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ყველა თემისთვის (Excel-ის დოკუმენტია და ამასაც გამოვიყენებთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ჩამოსაყალიბებლად).
  ვიმუშავე პროექტის გეგმაზე და შევავსე "მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები"-ს ჩათვლით ყველაფერი.
  ტრენინგის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო თეორიულად. ძალიან საინტერესო თეორიული ცოდნა და უნარების შეძენა შევძელი დღეს ( რაც ზემოთ აღვწერე მოკლედ) . ტრენინგი ყველა დღე გამოირჩევა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით და დადებით ზეგავლენას ახდენს ტრენინგის ყველა მონაწილეზე.მოლოდინები მართლდება...
  მადლობა ქალბატონო ქეთინოს  ტრენინის ასე საინტერესოდ წარმართვისთვის..