რეფლექსია
ტრენინგის პირველივე დღის დასაწყისში მონაწილეებმა ერთმანეთი გავიცანით.ამის შემდეგ ტრენერმა ქალბატონმა ქეთინომ წარმოგვიდგინა დღის გეგმა,რომელიც ასე გამოიყურება:გეგმა
1.გაცნობა.
2.ტრენინგის მიზნები.
3.გზამკვლელის (Viewer-ის) გაცნობა.
4.პორტფოლიოს საქაღალდეს შექმნა.
5.კურსის რესურსების გაცნობა.
6.პროექტების განხილვა.
7.ბლოგების შექმნა.
გავიგე რომ ინტელი არის ფირმა,რომელიც ამზადებს პროცესორებს. ასევე ჩავინიშნეთ პროექტებთ სწავლების გზამკვლევის მისამართი (www.tpdc.ge/essentials/). ტრენერმა მოგვცა მითითება რომ თუ ეკრანზე გამოსახულება გაგვიდიდდება ან დაგვიპატარავდება, ვისარგებლოთ შემდეგი კომბინაციით - Ctrl + "+", ასევე თუ დაგვეკარგება გზამკვლევში (Viewer-ში) სარჩევი ვისარგებლოთ ისრით ,რომელიც აქვს სარჩევს მარჯვნივ და შუაში.
შევედით პროექტებით სწავლების გზამკვლევში და გავარჩიეთ სარჩევი,რომელიც შედგება სამი ნაწილისგან - შინაარსი, რესურსები და ჩანიშვნები.შევისწავლე თუ როგორ უნდა მოვნიშნო Viewer-ის საკითხავ მასალაში ჩემთვის საინტერესო მონაკვეთი და მივცე სასურველი ფერი. ქალბატონმა ქეთინომ გაგვაფრთხილა რომ შეიძლება Viewer-ში შევიდეს სხვა და თქვენი მონიშნული მასალა წაშალოსო, ამიტომ მან გვასწავლა თუ როგორ შევინახოთ მონიშნული მასალა ჩვენს სამუშაო მაგიდაზე და შემდეგ საჭიროებისამებრ გამოვიყენოთ. გაგვაფრთხილა რომ ასე შენახულ ფაილს ვერ გავხსნით "Desktop"-ზე (უფრო სწორად ვერაფერს წავიკითხავთ, მასში რაღაც ინიციალები იქნება მხოლოდ). ასევე შევისწავლეთ ასეთნაირად შენახული ფაილის აღდგენა Viewer-ის საკითხავ მასალაში.
შევედით გზამკვლევში (Viewer-ში) და მასში ვნახეთ 21-ე საუკინის უნარ-ჩვევები და პორტფოლიოს ჩეკლისტი, რომლებიც გამოგვადგება პროექტის მიზნების დაწერისას.
ტრენერმა გაგვაფრითხილა, რომ როცა დავიწყებთ პროექტის დაწერას პირველ რიგში უნდა შევქმნათ შემდეგი საქაღალდეები:
1.კურსის რესურსები.
2. მოსწავლის ნიმუში.
3.სასწავლო პროექტის გეგმა.
4.სასწავლო პროექტის დამხმარე.
5.სურათები, აუდიო, ვიდეო. ასევე ამ საქაღალდეში უნდა შევინახოთ სხვა საქაღალდე შემდეგი სახელით- საავტორო უფლებები.
6.შეფასებები.
ვისწავლე Viewer - დან რესურსების გადმოწერა და მისთვის განკუთვნილ ფაილში მოთავსება.შევედით რესურსებში, გავარჩიეთ და მასში მოვნახეთ პროექტები, რომლებიც ასევე განვიხილეთ და გავარჩიეთ. შევქმენით ბლოგი, სადაც გარკვეული გამოცდილება მქონდა, თუმცა რა თქმა უნდა აღმოჩნდა ისეთი საკითხი, რომელიც უფრო სხვანაირად მესმოდა და გავარკვიე.
ტრენერმა ასევე მოგვცა საიტი სადაც არის ვიდეო ტრენინგები - ict.tpdc.ge.ამ დღეს შევიძინე ის უნარები და ცოდნა რომელიც ზემოთ ავღნიშნე და ვფიქრობ რომ მომავალი დღეები ტრენინგისა უფრო საინტერესო იქნება ჩემთვის.
No comments:
Post a Comment