მეორე დღე ტრენინგის დაიწყო იმით რომ ტრენერმა გაგვაცნო დღის განრიგი, რომელიც ასე გამოიყურება:
გეგმა
1.საშინაო დავალება -პროექტების მიმოხილვა.
2.წინა დღის მასალის გამეორება.
3.word-ის ინსტრუმენტების გაცნობა - გამეორება.
4.ბუკლეტის დამზადება.
5.ბლოგში მუშაობა.
განვიხილეთ საშინაო დავალება, კერძოთ მოხდა პროექტების მიმოხილვა და ამის შემდეგ გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა. გავიმეორეთ და გავეცანით word-ის ინსტრუმენტებს, კერძოთ განვიხილეთ word-ის დოკუმენტის შემოტრიალება, word-ის დოკუმენტში ცხრილის ჩასმა, word-ის დოკუმენტში ცხრილის ხაზების წაშლა,
word-ის დოკუმენტის ცხრილის სხვადასხვა უჯრაში ფერების ჩასხმა,word-ის დოკუმენტში სურათი ჩასმა და ამ სურათის გადაადგილება,word-ის დოკუმენტში Clip Art-ით სურათბის ჩასმა, word-ის დოკუმენტში ფიგურების ჩასმა და ამ ფიგურებში წარწერების გაკეთება, word-ის დოკუმენტის ფიგურებში Clip Art-ით სურათბის ჩასმა.
ტრენერმა გაგვარკვია რომ პროექტის დაწერისას შეიძლება დაგვჭირდეს ბუკლეტი, რომელსაც შექმნის მოსწავლე და ინახება საქაღალდეში - მოსწავლის ნიმუში და ბუკლეტი, რომელსაც შექმნის მასწავებელი და ინახება საქაღალდეში - დამხმარე რესურსები. ვისწავლე ბუკლეტის დამზადება, როგორ მზადდება? პირველ რიგში ვხსნი word-ის დოკუმენტს და ვატრიალებ ფურცელს, შემდეგ ვსვავთ ცხრილს (ორ ან სამ სტრიქონიანს (შეიძლება უფრო მეტიც) და ერთ სვეტიანს) და გადაგვაქვს მეორე ფურცელზეც, შემდეგ ვუშლით ცხრილს ხაზებს ( მაგრამ სასურველია ეს ხაზები ბოლოს მოუშალოთ), ამის შემდეგ შევავსებთ უჯრაბს, ჩავსვამთ ფიგურაბს და სურათბს, გავალამაზებთ, ჩავასხავთ ფერებს თითოეულ უჯრაში და გადავაქცევთ გამზადებულ word-ის დოკუმენტს სურათად. როგორც ზემოთ ვთქვი ვისწავლე ბუკლეტის დამზადება და მისი გადატანა ბლოგზე. ქვემოთ მოცემული ბუკლეტი არის ჩემს მიერ დამზადებული და გადმოტანილი ბლოგზე.
ვიმუშავე ბლოგეზე და შევისწავლეთ მისი ინსტუმენტები.ზოგიერთი რამ ჩემთვის ცნობილი იყო, ზოგი კი შევისწავლე. კერძოდ გავიარე შემდეგი საკითხები: როგორ გადავიდეთ Gmail.com-დან Blogger-ზე, როგორ გაუგზავნო Blogger-ის მისამართი სხვას, როგორ შევცვალო თარიღი Blogger-ში, როგორ დავსვათ სურათი Blogger-ზე, როგორ შევიტანოთ ცვლილება Post-ზე, როგორ გამოვიტანოთ Blogger -ის მენიუ, როგორ შეუცვალოთ Blogger-ს სათაური.
შევისწავლე როგორ დავზეპოთ (დავაარქივოთ) საქაღალდე, ასევე როგორ გავხსნათ დაზეპილი საქაღალდე. დავზეპე ჩემი საქაღალდე და გაუგზავნე ჩემს თავს. როგორც ზემოთ ავღწერე ეს დღე ტექნიკურად დატვირთული იყო და შესაბამისად ძალიან საინტერესოც. ასე რომ ჩემი წინა დღის მოლოდინი გამართლდა.დღეები, რომელსაც მოიცავს ტრენინგი უფრო და უფრო საინტერესო ხდება.
ლელა, წარმატებები!!!!
ReplyDeleteმადლობა
ReplyDelete