რეფლექსია
ტრენერმა წარმოგვიდგინა დღის გეგმა, რომელიც ქვემოთ არის მოცემული და დავიწყეთ წინ დღის მასალის გამეორება.
გეგმა
1.გამეორება.
2.ფასილიტაციის რესურსების შექმნა.
3.პროექტის საქაღალდის გადახედვა.
4.პროექტის პორტფოლიოს ატვირთვა.
იმისათვის რომ შეგვექმნა ფასილტაციის რესურსები გამოვიყენეთ პროექტებით სწავლების Viewer-დან პროექტების Zip-ბი. გავხსენით Zip-ბი და გამოვიყენეთ საქაღალდე - Facilitation. გაუწერე ბავშევებს ეტაპებად პრეზენტაციის სახით მოქმედების გეგმა . ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის საქაღალდეს და დავიწყეთ Blogger-ში პროექტის პორტფოლიოს ატვირთვა.პირველ რიგში პორტფოლიო ავტვირთეთ Drive-ში, შემდეგ დავაკოპეთ Link-ი, გადმოვედით Blogger - ის გაჯეტებში ავირჩიეთ Link List-ი და ჩახსვით პროექტის პორტფოლიო Blogger-ში. ქალბატონმა ქეთინომ მოგვცა მითითება იმის შესახებ რომ Blogger-ში მოთავსებულ პროექტის პორტფოლიოში ცვლილებებს ვერ შევიტანთ. თუ გვინდა ცვლილებების შეტანა უნდა გადმოვიდეთ Drive-ში წავშალოთ ის დოკუმენტი რომელშიც ცვლილების შეტანა გვინდა. ამის შემდეგ Desktop-ზე ჩვენს პროექტის პორტფოლიოში რომელ დოკუმენტის შეცვლაც გვინდა შევცვალოთ და ეს დოკუმენტი ხელახლა ავტვირთოთ Drive-ში.
ეს დღე თანაბრად დატვირთული იყო როგორც თორიულად ასევე პრაქტიკულად. მნიშვნელოვანი დღე იყო და შევიძინე ის ცოდნა და უნარები რაზეც ზემოთ ვილაპარაკე.
No comments:
Post a Comment