Saturday, July 19, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

   რეფლექსია
  დღის  სამუშაო გეგმა, რომელიც ტრენინგის დაწებისთანავე გაგვაცნო ქალბატონმა ქეთინომ შემდეგნაირად გამოიყურება:
  გეგმა
1.გამეორება.
2.გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები.
3.კომენტარები ბლოგზე.
4.მოსწავლის ნიმუში - ბლოგზე მუშაობა.
  ტრენინგი დაიწყო წინა დღეს განხილული საკითხების გამეორებით.მსმენელებმა დავსვით კითხვები ჩვენთვის გაუგებარ საკითხებთან დაკავშირებით. მე სახლში პრობლება შემექმნა პრეზენტაციაში ცვლილების შეტანასთან და მის ზომებთან დაკავშირებით და ამ საკითხის ხელმეორედ ახსნა დასჭირდა ტრენერს ჩემთვის. დამსწრე პედაგოგების მიერ დასმული შეკითხვებზე პასუხი გაცემის შემდეგ ქალბატონი ქეთინო გადავიდა დღის მეორე საკითხზე. მან მოგვცა მითითება რომ წაგეკითხა გზამკვლევში მოდული:3 აქტივობა:2 ნაბიჯი:1. ასევე გაგვაფრთხილა რომ აუცილებლად უნდა მიუთითოთ ის წყარო საიდანაც მივიღებთ ამა თუ იმ ინფორმაციას. გადმოვიწერეთ APA და გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი და ჩავაგდეთ საქაღალდეში - საავტორო უფლებები. შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი. ამის შემდეგ ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გაუკეთოთ კომენტარები სხვის ბლოგებს. გაუკეთეთ ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს კომენტარები  და ასევე დაუწერეთ ერთმანეთს ამ კომენტარების პასუხები.
  ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგზე. გავეცანით რა არის გაჯეტი, გვერდი, პოსტი.გავიგეთ რომ გაჯეტი მიყვება ყველა გვერდს. ვისწავლიეთ გაჯეტების ჩასმა. კერძოდ სურათისა და გამოკითხვის გაჯეტი.ვისწეავლე გასპრანჭი გაჯეტი (101widgets.com). მოსწავლის ბლოგზე მუშაობის შემდეგ დავაკოპირეთ მოსწავლის ბლოგის მისმართი Word - ის დოკუმენტზე და შევინახეთ საქაღალდეში - მოსწავლის ნიმუში. ტრენერისგან მივიღეთ მითითება რომ თუ პროექტს მეხუთე და მეექვსე კლასებში ვახორციელებთ სავალდებულო არ არის მოსწავლებს დავავალოთ ბლოგის შექმნა.
   ეს დღე ტრენინგისა ისევე როგოც სხვა დღეები ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ბევრი ახალი უნარი და ცოდნა შევიძინე.


No comments:

Post a Comment