დაიწყო ტრენინგის ბოლო დღე... თან არ მინდა ტრენინგი დამთავრდეს ...თანაც ცოტა არ იყოს დავიღალე... მოკლედ ვარ გაორებულ მდგომარეობაში...ტრენერმა გაგვაცნო ქვემოთ მოცემული დღის გეგმა და დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორება.
გეგმა
1.გამეორება.
2.მუშაობა ბლოგში.
3.პროექტის პრეზენტაციები.
4.ტრენინგის შეჯამება.
დაავსვით უამრავი კითხვები ტრენინგთან დაკავშირებით...ძირითადად ტრენინგის წინა დღეეებში ნასწავლი მასალის ირგვლივ.ზოგიერთი რამ დავიწყებული გვქონდა და გვსურდა მეორედ ახსნა , რაზეც ქალბატონი ქეთინო უყოყმანოდ დაგვთანხმდა.
ვიმუშავე Blogger-ში. ვისწავლე გვერდების დამატება, გვერდების გამოჩენა, ახალი გვერდის დამატება, ახალი გვერდის გამოჩენა, გვერდის დამალვა, გვერდის წაშლა. ვიმუშავე ფოტოალბომში (Picasaweb.com). ამის შემდეგ ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ გავაკეთეთ 10-15 წუთიანი პრეზენტაციები ჩვენი პროექტებისა და ბოლოს შევაფასეთ ტრენინგი. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ეს ტრენინგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრენინგი იყო იმ ტრენინგებს შორის რომლებიც დღემდე გვქონდა გავლილი. იყო ძალიან ბევრის მომცემი, დატვირთული როგორც პრაქტიკულად ასევე თეორიულად, მაგრამ მიმდინარეობდა ძალიან საინტერესოდ და სასიამოვნოდ.
Add caption |
ტრენინგის მნიშვნელობის დასაბუთბა (ტრენინგის შეფასება)
ტრენინგში მონაწილეობის შედეგ ვფიქრობ ,რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება ერთ-ერთი პროდუქტიული მეთოდია, რადგან ის ავითარებს ბავშვებში კვლევა-ძიების უნარებს, მეგობრეთან ერთად პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევებს, იზრდება მათი მოტივაცია და დამოუკიდებელი აზროვნება. ამ დროს მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სასწავლო პროცესში და იძენენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს რაც ესოდენ მნიშვნელოვანია დღევანდელი მოზარდისთვის.
ბოლო წლების განმავლობაში სურვილი მქონდა გამეხორციელებინა რამდენიმე პროექტი, მაგრამ მქონდა ბევრი კითხვა მათი გაფორმების თაობაზე. ყოველთვის მრჩებოდა დაუკმაყოფილების გრძნობა. ამ ტრენინგის მოსმენის შემდეგ ბევრი საკითხი გახდა ნათელი არა მხოლოდ ტექნილოგიების ფლობის თვალსაზრისით, არამედ გეგმის სწორად დაწერის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა ყოველივე ამას უნდა ვუმადლოდე ქალბატონ ქეთინო ცერაძეს. მან ხომ დიდი ენერგია და მოთმინება გამოიჩინა ყოველივე ჩვენგანის სწავლების და უამრავ საკითხებზე პასუხის გაცემის დროს. ეს ტრენინგი დამეხმარება იმაში, რომ ჩემი შემდგომი მუშაობა, ჩემი გაკვეთილეები უფრო საინტერესო იყოს.
გამიჩნდა დიდი სურვილი შევქმნა არა ერთი საინტერესო პროექტი, გავაკეთო ელექტრონული პორტფოლიო და თავი მოვუყარო ერთად ჩემი პროფესიული საქმიანობის ამსახველ მასალას. ინტელის სასწავლის სასწავლო კურსის შესწავლა მომცემს იმის საშუალებას, რომ ყველა ის პოექტი რომელსაც განვახორციელებ მომავალში იყოს უფრო სრულყოფილი და საინტერესო. ამ კურსმა ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა და გამიჩინა მოტივი და სურვილი იმისა რომ ვაკეთო უფრო მეტი.ამ ტრენინგმა დამანახვა აგრეთვე ჩემი შესაძლებლობები ახალი ტექნილოგიები გამოყენებით. დახარჯული დრო ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო ჩემი კარიერული ზრდისთვის. ძალიან მინდა ჩემი გამოცდილება გაუზიარო ჩემს კოლეგებს და მათთან ერთად დავგგეგმო ისეთი მნიშვნელოვანი პორექტები ,რომლიც განაპირობებს სკოლის წინსვლას .